ელენე ხოშტარია “ბავშვთა სამყაროს” შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარაია “ბავშვთა სამყაროს” შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ,,დაუშვებელია ის კონფრონტაციული ფონი, რომელიც დაზარალებულებსა და მთავრობას შორის არის’’, ხოშტარიას აზრით, ეს არ არის კერძო საკითხი, რომელზეც მთავრობამ უნდა თქვას, რომ დაზარალებულებმა პრობლემა კერძო პირთან უნდა მოაგვარონ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაზარალებულებს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს გეგმა, შესწავლილი იქნას მდგომარეობა და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

,,ეს ადამიანები ცხადია, სტრესის ქვეშ არიან და ძალიან დიდი ტვირთი დააწვათ. მათთვის ეს გადარჩენის საკითხია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ემოციებსაც უნდა გავუგოთ და მთავრობა უნდა იყოს უკიდურესად დაკავებული მათზე ზრუნვით” - აცხადებს ხოშტარია.