დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 33 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს მტერს ტყვედ ჩაუვარდა და მისი სისასტიკის წინაშე არ გატყდა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სერჟანტმა ანწუხელიძემ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დადო. 23 წლის ქართველი ჯარისკაცის თავგანწირვა იქცა შთაგონებისა და სიამაყის წყაროდ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

ევროპული საქართველო ქედს იხრის მისი მსხვერპლის წინაშე.

76767676