წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე

ირაკლი აბაშიძის #58

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ გეგმავს შეაგროვოს წიგნები და გადასცეს სოფლებისა და რაიონული ცენტრების იმ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია 20,21 და 22 აპრილს დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოგვაწოდოს წიგნები მისამართზე თბილისი, ი. აბაშიძის ქ. N58 - ელენე ხოშტარიას ვაკის ოფისში.