BCG-კვლევა: ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებზე გიგი უგულავას 44.9% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს კი - 35.5%

BCG-კვლევა: ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებზე გიგი უგულავას 44.9% უჭერს მხარს, გივი ჭიჭინაძეს კი - 35.5%

საზოგადოებრივი კვლევა ჩაატარა ა(ა)იპ ბი-სი-ჯი კვლევამ (სოციოლოგიური კვლევის ცენტრი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონში, ვაჟა ფშაველას გამზ.,№27). კვლევა ჩატარდა მ.პ.გ. "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გულიას ქ. #1) დაკვეთით

კვლევის არეალი - ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები

შერჩევის ზომა და მეთოდი - 620 პირისპირი ინტერვიუ, შემთხვევითი შერჩევის მეთოდი.

შერჩევამ მოიცვა  18+ მოსახლეობა

კვლევის პერიოდი - 3-10 აპრილი, 2018 წელი

ცდომილების ზღვარი -  2%

 

ევროპული საქართველოს დაკვეთით, 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა. კვლევა კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევამ“ ჩაატარა.

კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანი/ხონში 28 აპრილს უნდა ჩატარდეს, გიგი უგულავა ლიდერობს.  მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, მის კონკურენტს ქართული ოცნებიდან, გივი ჭიჭინაძეს კი -  32.1%.  სოციოლოგიურმა კომპანიამ გადაუნაწილებელი ხმების ( არ ვიცი და უარი პასუხზე) გადანაწილებაც გააკეთა დამატებითი კითხვების დახმარებით. ამ შემთხვევაში გიგი უგულავას 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხელისუფლებიდან მის კონკურენტს კი 35.5%.

გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48.4%) უარყოფითად აფასებს პოლიტიკური პარტიების იმ გადაწყვეტილებას, რომლებმაც ვანსა და ხონში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების საქმიანობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა (62.3%) მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები (გზა, წყალი, კანალიზაცია). მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხულთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ ამ პრობლემაზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს.


თანდართულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ კვლევის ელექტრონული ვერსია:

BCG-ის კვლევა