არა ოკუპაციას! ევროპული საქართველოს განცხადება

3 აგვისტო, 2017 | ევროპული საქართველო გადაჭრით გმობს რუსეთის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული ნაბიჯები მოიცავს ქართულ ენაზე სკოლებში სწავლების აკრძალვას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და ოკუპირებულ აფხაზეთში დარჩენილი ეთნიკური ქართველების იძულებას შეიცვალონ ეთნიკური კუთვნილება მარიონეტული რეჟიმისგან ე.წ. მოქალაქეობის მისაღებად.

ეს ნაბიჯები არის არა მხოლოდ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, არამედ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის დაუფარავ გაგრძელებას. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოს პარტნიორებს საკუთარ დღის წესრიგში მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის ქცევის, ასევე რუსეთის ვალდებულების აღმოფხვრას მის მიერვე ორ ტალღად განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულების და საქართველოს ტერიტორიიდან ყველა სამხედრო ძალის სრულად გაყვანის საკითხები.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმუშაოს საქართველოს მოკავშირეებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან - როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო - რათა მოხდეს აღნიშნული საკითხების ინტეგრირება რუსეთთან მეგობარი ქვეყნებისა და ინსტიტუტების დისკუსიებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან ერთად.

3 August, Tbilisi | European Georgia – Movement for Liberty and the Parliamentary Minority condemn in strongest terms recent steps undertaken by the Russian proxy authorities in Georgian provinces of Abkhazia and South Ossetia/Tskhinvali region under military and illegal occupation of the Russian Federation. These steps include banning of all secondary education in Georgian language in the occupied South Ossetia/Tskhinvali region and forcing ethnic Georgians remaining in the occupied Abkhazia to change their ethnic identity in order to receive the so-called “citizenship” from the proxy so-called authorities.

These steps not only constitute discrimination based on ethnicity, but also represent unconcealed continuation of the policy of ethnic cleansing by the Russian Federation. European Georgia – Movement for Liberty calls upon the international community and Georgia’s partners to maintain the issue of Russia’s conduct within the occupied territories as well as its obligations to reverse the results of two waves of ethnic cleansing it committed, compliance with the EU-brokered ceasefire agreement and the withdrawal of military forces from Georgia high on the agenda.

We also call upon the Government of Georgia to work with Georgia's allies and institutions - such as NATO and the European Union - to integrate these issues into various discussions formats with Russia side by side the issue of its aggression against Ukraine.