27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

დღეს სოხუმის დაცემის დღეა - ომი რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს ალყაშემორტყმული სოხუმის დაცემით დასრულდა. 10 000-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი - ასეთია ამ ომის შედეგები. დღეს ჩვენ ვიგონებთ დაღუპულებს და ჩვენ ვალდებულებებს გადარჩენილების მიმართ.