„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ არის თავისუფალი მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზანია მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული და გარანტირებული იქნება ადამიანის ინდივიდუალიზმი და თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ამოსავალია ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა. ევროპული საქართველო წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტია საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა მრავალფეროვან და ერთიან ოჯახში დაბრუნება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზით.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი ყრილობა